Monday, December 1, 2008

iliazdi da kiril zdaneviCi

ილიაზდი და კირილ ზდანევიჩი

Image Hosting by Picoodle.com
თბილისური ავანგარდის ავანგარდში მყოფი 2 ადამიანი რომელიც საქართველომ ვერ დააფასა სამაგიეროდ დააფასა ევროპამ, რუსეთმა და ამერიკამ.
ამ ორი ადამიანის წვლილი შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდია ქართული მოდერნიზმის ისტორიაში.
ილია ზდანევიჩი
ილიაზდი იგივე ილია ზდანევიჩი დაიბადა თბილისში 1894 წელს, იგი 2 წლიტ უმცროსი იყო ძმაზე კირილ ზდანევიჩზე.
1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. კირილე კი სწავლობს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. ამ წლებში ძXმები უახლოვდებიან რუსული ავანგარდის წამყვან ფიგურებს: მ.ლარიონოვს, ნ.გონჩაროვას, ლე-დანტიუს, ბერტს.1911 წელს დგება კ.ზდანევიჩის პირველი პერსონალური გამოფენა რუსეთში.
ილია ზდანევიჩი 1912 წელს კითხულობს მოხსენებას ფუტურიზმზე ტროიცკის თეატრში(პეტერბურგი).იმავე წელს მისი ძმა მონაწილეობას იღებს კუბოფუტურისტულ დაჯგუფების "ოსლინი ხვოსტ" საქმიანობაში და ნეოპრივიტიზმის გამოფენაში, რომლის ლიდერიც იყო ლარიონოვი.
1912 წელს ძმები პირველად ეცნობიან ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მხატვარ ლედანტიუსთან ერთად..
ილიაზდი (ილია ზდანევიჩი) იმავე წელს ბრუნდება პეტერბურგში.მაგრამ 1913 წელს ისევ ჩამოდის თბილისში ამჯერად უკვე ფიროსმანის პირადად გასაცნობად და გოგოლი ქუჩაზე პირველად ხვდება ნიკალას.. 30 იანვარს მასთან მიიყვანა ძმა კირილე დაზ.ვისლევსკი.. ნიკალამ დახატა ილიაზდის პორტრეტი რომელიც მის სხვა ტილოებთან ილიას დამსახურებით დაიკიდა გამოფენა "მიშენ" ზე .სადაც მონაწილეობდნენ ლარიონოვი, გონჩაროვა . მალევიჩი და სხვანი.
ილიაზდიგაზეთ"კავკაზსკაია რეჩ" ში წერს სტატიას ფიროსმანზე.ასევე სტატიებს და მანიფესტებს ფუტურიზმზე.
1913 წელს ოქტომბერსი კირილ ზდანევიჩი მიემგზავრება პარიზში სადაც ეცნობა თანამედროვე ევროპულ მიმდინარეობებს , იდეებს და მხატვრებს. განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენს მასზე პიკასო.და სწორედ არხიპენკოს ატელიეში გამართულ კირილეს პერსონალურ გამოფენაზე პარიზში, პიკასო კედელზე ასეთ წარწერას ტოვებს "5+პიკასო" (ჭეშმარიტი დაფასება ).
ნოემბერში იბეჭდება ილიაზდის პირველი წიგნი "ნატალია გონჩაროვა- მიხაილ ლარიონოვი". ( ეს ორი გვარი რუსულ ავანგარდში ისეთივე მნიშცნელობის იყო როგორც ფრანგულში პიკასო და ბრაკი).ლარინოვთან ერთად აქვეყნებსმანიფესტს "რატომ ვფერადდებით". ილიაზდს ასევე დიდი წარმატება მოუტანა მოხსენებამ"ამერიკული ბაშმაკი ვენერა მილოსელზე".1914 წელს აქვეყნებს სატატიასფიროსმანზე ჟურნალ "ვოსტოკ" ში.პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან არის გფაზეთ "რეჩ" ის კორესპონდენტი კავკასიაში.
1914 წელს თბილისსს ფუტურიზმის პირველი ტალღა უვლის.
1915 წელს კირილე ჯარიდან თბილისში ბრუნდება. ოქტომბერში ცოლად ირთავს ვალერია ვაშილევსკაიას უახლოესი მეგობრის ზიგა ვაშილევსკის დას.აგრძელებს ფიროსმანის მიმოფანტული ტილოების შეგროვებას.
ამ ჭლებში ძმები ყველაზე მეტად ეწევიან ფიროსმანის პოპულარიზაციას , მართალია ეს პროცესი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა , მაგრამ ამ წლებში აგროვებენ ნიკალასს ტილოებს. რომ არა ზდანევიჩები ფიროსმანი დღეს არა მარტო ევროპისთვის არამედ საქართველოსათვისაც უცნობი ხილი იქნებოდა.
სწორედ 1916 წელს აწყობენ ფიროსმანის 50 ნახატის გამოფენას თბილიში.
1917 წელს იკლია ამთავრებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსსს.28 მარტს პეტროგრადის გაზეთ "რუსკაია ვილია" ქვეყნდება მიმართვა "ნა რევოლუციუ" მაიაკოვსკის, მეიერხოლდის, ტატლინის, ბრიკის და ილიაზდის ხელმოწერებით.
ამ წელსს თბილისს ავანგარდის ახალი ტალღა უვლის (ამჯერად მან უკვე გამოხმაურება ჰპოვა). თბილსში იხსნება კირილეს გამოფენა რომელმაც ბიძგი მისცა ახალ ფუტურისტულ გამოსვლებს.გამოფენის კატალოგის შესდავალ ნაწილში ჩამოყალიბებული იყო ამ მიმდინარეობის პროგრამა რომელსაც ხელს აწერდნენ ელი ეგანბიურის ფსევდონიმს ამოფარებული ილია ზდანევიჩი და ა. კრუჩენიხი.
თბილიში არსდება ილიაზდის ახალი პოეტური სკოლა "ფუტურისტული სინდიკატი" , იგი ერთ წელში დაიშალა.
ილიაზდის მეთაურობითვე იქმნება მეორე პოეტური "სკოლა" 41 გრადუსი."41 გრადუსი" იყო დადაისტური ანარქისტული პოეტების გაერთიანება, რომელიც გამომცემლობითაც იყო დაკავებული.იგი ხშირად 41 გრადუს სიცხიანი ადამიანის ბოდვას მოგაგონებდათ. ჭეშმარიტი ქართული დადას ნიმუში.
მისი წევრები იყვნენ ძმები ზდანევიჩები, ა.კრუჩენიხი და ი. ტერენტევი..
აწყობენ გამოფენას ჟურნალ არსის შენობაში.
1927 წელს ილიაზდი ექვთიმე თაყაიშვილთან ეტრად მიემგზავრება ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების შესწავლის მიზნით (შემდეგ ამ მასალებს პასრიზში გამოაქვეყნებს)

1918 წელს ილიაზდი ბეჭდავს დრამას "იანკო კრულ ალბანსკი".

1919 წელს არსდება გამომცემლობა "41 გრადუსი"სადაც იბეჭდება თბილსელი დადაისტების და ფუტურისტების ნაწარმოებები.კრებულის "სოფია გეორგიევნა მელნიკოვას ფანტასტიკური კაბაჩოკის " შემდეგ იბეჭდება მისი მეორე დრამა "ასიოლ ნაპრაკატ". თებერვალსი მესამე დრამა "ოსტაპ პასხი". წიგნებს ილია და კირილე აფორმებდნენ.

41 გრადუსში მოხდა "ზაუმის" როგორც პოეზიის პრინციპულად ახალი მიმდინარეობის თეორიული დასაბუთება.

1918 წლიდან კირილ ზდანევიჩი აფორმებს თბილისის კაფე კლუბებსს, სპექტაკლებს.

1920 წელს მეორედ მიემგზავრება პარიზში.ამ პერიოდში იგი ხატავს კუბისტურ ნატურალისტური, ექსპრესიონისტული მეთოდით.

ილია ზდანევიჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას იღებს რო გაემგზავროს საფრანგეთში.
1921 წელს იგი უკვე პარიზშია. მიხაილ ლარინოვი აცნობს მას პიკასოს, დელონეს, დადაისტებს და სხვებს. კითხულობს პირველ მოხსენებას თემაზე "ახალი სკოლები რუსულ პოეზიაში". არის "რუს მხატვართა კავშირის" მდივანი პაიზში.მეგობრობს ხელოვნებნის ცნობილ წარმომადგენლებთან

1922 წელს ილიაზდი პარიზში აარსებს ლიტერატურულ-მხატვრულ ჯგუფს ჩერეზ, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარი ხიდის გადებას ფრანგ და საბჭიოთა ხელოვანებს შორის.
1922 წელს იბეჭდება ილიაზდი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ლიდანტიუ ფარამ"(მიძღვნილი ლე-დანტიუსადმი).იგი შესულია დადაიზმის არქივში, იყო ერთერთი ნმნიშვნელოვანი მოვლენა ფრანგულ დადაში.

რომელსაც პარიზული სახელოვნებო წრეების ერთ ერთმა დიდმა ფიგურამ ჟან კოკტომ ესეთი შეფასდება მისცა " მე არ ვიცი რისგან შედგებიან ვარსკვლავები , მაგრამ თქვენი წიგნი ჭეშმარიტი ვარსკვლავია".

ამ დროს კირილ თბილისსა და მოსკოვს შორის მოგზაურობს. აფორმებს თეატრებს (ზოგჯერ ირაკლი გამრეკელთან ერთად). მუშაობს მხატვრად თბილისის რუსთაველის და ოპერისა და ბალეტის თეატრებში.
1924 წელს გამოდის კრებული "ნ. ფიეროსმანაშვილი". მოსკოვში მჭიდრო კონტაქტი აქვს მაიაკოვსკისთან.1945 წელს კირილე ზდანევიჩი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი , მაგრამ ამან არ უშველა 1949 წელს , როცა იგი ცრუ დასმენის გამო გადაასახლეს ვორკუტაში. 1957 წელს ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს და თბილისში დაბრუნდა.
ეს წლები გაცილებით ნაყოფიერი იყო ილია ზდანევიჩისთვის . 1925 წელს საერთაშორისო სამხატვრო-სამრეწველო გამოფენაზე ექსპონირებულია ილიას წიგნები გამოცებული "41 გრადუსში".1927 წელს კიკოკო შანელის ფაბრიკაში მუშაობს ჯერ მხატვრად , შემდეგ კი დირექტორად.1927 წელს ხატავს მის პორტრეტს ცნობილი მხატვარი ჟ. დე კირიკო.1930 წელს იბეჭდება ილიაზდს რომანი "აღტაცება"- პოეტური მოგონებები საქართველოზე.
1932 წელს წერს პოემას "ბრიგადნი". ნაწარმოები დაიწერა ესპანეთში მოგზაურობის დროს, ილიაზდმა ბევრი მსგავსება აღმოაჩინა სამშობლოს და ესპანეთს შორის. მას ყოველთვის ახსოვდა საქართველო და შთაგონებული იყო განსაკუთრებით მისი მთებით. ბრიგაადნიში იგი ერთმანეთს ადარებს კატალონიურ და ქართულ ხუროთმოძღვრებას. ილიაზდი საკმაოდ ცნობილი იყო ბიზანტიური ხუროთმოძღვრების მკვლევარებში, იგი ხშირად აწვდიდა ცნობებს მსოფლიოს ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ.
40 იან წლებში ილიაზდი პიკასოსთან ერთად იწყებს პუბლიკაციების სერიებს გამომცემლობა "აფეტ" ში.
1966 წელს ძმები 46 წლის განშორების შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს პარიზში.ილიაზდი მეორედ ირთავს ცოლს (ელენე დუარს).
1972 წელს გამოდის წიგნი "ნიკო ფიროსმანაშვილი", ილიაზდის ტექსტითა და პიკასოს ილუსტრაციებით. სწორედ ამ წიგნშია შესული პიკასოს ცნობილი "ფიროსმანის პორტრეტი"..
1969 წელს გარდაიცვალა კირილ ზდანევიჩი (დაკრძალულია დიდუბის პანთეონში).1975 წელს კი ილია ზდანევიჩი, იგი დაასაფლავეს ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.
სიკვდილის შემდგომი გამოფენები
ილიაზდის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეომში ეწყობა გამოფენა "შეხვედრა.ილიაზდი. პიკასო".2 წელში კი გამოფენა ჟორჟ პომპიდუს ცენტრშიიმავე წელს კირილ ზდანევიჩის გამოფენა გალერეა "დარიალში" (პარიზი) სადაც გამოიფინა კუბისტური პერიოდის ნახატები.1984 გამოფენა "ილიაზდი, როგორც თანამედროვე წიგნის ხელოვნების ოსტატი"-კვებეკის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა. მონრეალი.1987 გამოფენა"ილიაზდი და ილუსტრირებული წიგნი" -თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ნიუ იორკი.
1979 წელს კირილეს ნამუშევრები წარმოდგენილია პომპიდუს ცენტრში გამოფენაში სახელად -"პარიზი-მოსკოვი 1900-1930".80იან წლებში ეწყობა გამოფენები ლოსდ ანჯელესში, ჰიმპოტნის მუზეუმში, ვაშინგტონის სმისონის ინსტიტუტში , პეტერბურგში .1987 წელს კი ნიუ-იორკში გამოფენაზე სახელად "კირილ ზდანევიჩი და კუბოფუტურიზმი. ტფილისი 1918-20".

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა რომელიც ძმები ზდანევიჩების შემოქმედებასა და ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.

Monday, November 10, 2008

DADA

Image Hosting by Picoodle.com





კულტურულ რევოლუციური მოძრაობა 1916-24 წლებში ევროპასა და ამერიკაში.

დადა მოიცავდა მხატვრობას,ლიტერატურას,თეატრს, გრაფიკულ დიზაინს,პოეზიას და ხელოვნების სხვა მიმდინარეობებს.
შეიქმნა ციურიხში 1916 წელს.

იდეოლოგია

დადაიზმზე გავლენა მოახდინა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ. მასჰინდელი თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდობა შეძრწუნებული იყო ომის საშინელებით. და მის გამოწვევაში ადანაშაულებდა ბურჟუაზიასა და დასავლურ ცივილიზაციას. ამიტომ მატ სძულდათ ყველაპერი ის რაც არისტოკრატიას ახასიათებდა.
შვეიცარია იყო ნეიტრალური ქვეყანა სადაც თავს აფრებდა ომს გამოქცეული ყველა ინტელექტუალი, განსაკუთრებით კი ციურიხი სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა რაიმე კულტურული შეკრებები.ციურიხში მოხვდენენ ევროპის ყველაზე რადიკალურად მოაზროვნე ხელოვანებიც, რომლებიც იკრიბებოდნენ “კაბარე ვოლტარში”.მატ აერთიანებდათ ბურჟუაზიული დოგმების სიძულვილი.
დადაისტები თვლიდნენ რომ, თანამედროვე აზროვნებამ განვითარებამ და ლოგიკამ ხალხი მიიყვანა ომის საშინელებამდე, ამიტომ მათთვის გადარჩენის გზა არსებობდა იმაში თუ გაილაშქრებდნენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ.
დადას ერთერთი სულისჩამდგმელი მარსელ იანკო ამბობს: “ ჩვენ დავკარგეთ კულტურის ნდობა. ყველაფერი უნდა უარყოფილიყო. კაბარე ვოლტარში ჩვენ დავიწყეთ შოკირება საზოგადოებრივი აზრის < განათლების, ინსტიტუტების,მუზეუმების,საღიაზრის_მოკლედ საზოგადოებაში მიღებული ყველა წესის”. მ სიტყვებიდანაც ჩანს რომ დადა გახდა ერთერთი ყველაზე რადიკალური და ანარქისტული მიმდინარეობა ხელოვნების ისტორიაში. iიგი დაფუძნებული იყო ირაციონიზმზე, ანარქიაზე, ირონიაზე, სოციალური წყობის, წესრიგის და სილამაზის უარყოფაზე. ასეთი იდეოლოგია ბურჟუაზიულ წრეებში რა თქმა უნდა უარყოფით განწყობას იწვევდა დადა მაშინვე მოინათლა ნტი-ხელოვნებად (ანტი_არტი). ერთ ერთ ამერიკულ ჟურნალში დაიბეჭდა: “ დადაისტური ფილოსოფია არის ყველაზე ავადმყოფური, პარალიზებული და ყველაზე გამანადგურებელი რაც კი ოდესმე მოფიქრებულა ადამიანის თავში” . ასე ფიქრობდა იმ დროინდელი სალონური, და უკვე ძირ გამომპალი დროს ჩამოშორებული საზოგადოება. რადგანmaT ეშინოდათ სწორედ იმ “გამანადგურებლის”რასაც დადა წარმოადგენდა მათი მაღალი წრისთვის.დადას მოჰქონდა რევოლუცია რომელიც დამღუპველი იყო ევროპული ქონდადებული არისტოკრატიისთვის.ეს ასეც იყო ამ მიმდინარეობამმნიშვნელოვნად შეცვალა აზროვნება და რევოლუციაც შედგა. დადამ გაანთავისუფლა ხელოვნება სალონურობისგან, დოგმებისგან, ხელშეუხებელი თემა მისთვის არ არსებობდა. იგი უარყოფდა თანამედროვე აკადემიურ მხატვრობას და კულტურულ ღირებულებეს.ახდენდა ესთეტიკის იგნორირებას თუ დანარჩენი ხელოვნება ცდილობდა ყოფილიყო ადვილად გასაგები დადა იბრძოდა რომ ჰქონოდა არავითარი მნიშვნელობა, ყოფილიყო ძნელი გასაგები. მათი ცნობილი გამოთქმაც აქედან მოდის; “ დადა ეს ყველაფერია, მაგრამ არაფერიც არ არის”. მოძრაობის წევრების აზრით მსოფლიოს ღუპავდნენ სწორედ ის არისტოკრატები, ჯენტლმენები და ''კულტურული ხალხი'', რომელთა გამოც იწყებოდა ომები, კვდებოდა ხალხი.ასეთ გაუმაძრარ და ფულის მოყვარულ ხალხს ისინი ხშირად გროტესკულად გამოსახავდნენ. მოძრაობა უარყოფდა ყოველგვარ დამპყრობლობას და ძალადობას, მისთვის მისაღები იყო მხოლოდ ბრძოლა და რევოლუცია ადამიანის ტვინში. მთელ ამ პროტესტს ისინი გამოხატავდნენ მანიფესტებით, პერფომანსებით,გამოფენებით (ოღონდ ამ სითყვის არააკადემიური გაგებით) და სხვადასხვა გზებით. დადაიზმი იქცა გავლენიან მიმდინარეობათ მოდერნისტულ ხელოვნებაში. ხელოვნების უარყოფით იგი თვითონ იქცა ხელოვნებად. მისგან შეიქმნა კიდევ ერთი უდიდესი მიმდინარეობა სიურეალიზმი, თითქმის ყველა დადაისტი 1924 წლიდან ანდრე ბრეტონის სიურეალისტურ ბანაკში გადავიდა. მან ასევე გავლენა მოახდინა პოპ არტზე და ბევრ კულტურულ მოძრაობაზე. სახელწოდება ამ უცნაური სიტყვის “დადა”ს წარმომავლობა სადავოა. ზოგის ვარაუდით მასში არანაირი აზრი არ დევს. შეიძლება იგი წარმოუშვა ტრისტან ცარას და მარსელ იანკოს მიერ სიტყვების დადა ხშირი ხმარებიდან. ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსია ესეთია : მათ სახელი შემთხვევით აარჩიეს გერმანულ_ფრანგული ლექსიკონიდან , აიღეს დანა და ჩაარჭვეს lლექსიკონში რომელ სიტყვასაც დაერჭო დანა ის აირჩიეს სახელად. ეს სიტყვა აღმოჩნდა დადა _ რაც ფრანგულად სათამაშო ცხენს ნიშნავს. დადა მოედო ევროპის და ამერიკის ბევრ ქალაქს. ყველაზე მეტად ის შემდეგ ქალაქებში განვითარდა: ციურიხში (შექმნის ადგილი), ბერლინში, ნიუ_იორკიში, პარიზში, კიოლნსი, ჰანოვერსი ასევე თბილისში. ციურიხი 1916 წლის ზაფხულში ციურიხში შეიქმნა დადაიზმი. ამ დროს ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ომს გამოქცეული ხელოვანები და პროგრესულად მოაზროვნეები თავს ნეიტრალურ შვეიცარიას აფარებდნენ. მომავალი დადაისტები იკრიბებოდნენ ერთ-ერთ პატარა ტავერნაში. იმ ქუჩაზე სადაც ზუსტად იმ პერიოდში ლენინი თავისი სოციალისტური იდეებით, რევოლუციის გეგმას წერდა. მალე მათ ეს ტავერნა გადააკეთეს და დაარქვეს ''კაბარე ვოლტაირი'', რომელიც თავშეყრის ადგილი გახდა, 1916 წლის ივლისში ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა ჰიოგო ბოლმა კაბარე ვოლტაირის გახსნისას წაიკითხა დადას პირველი მანიფესტი. ხოლო დადას ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტი ეკუთვნის ტრისტან ცარას მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. Image Hosting by Picoodle.com
ტრისტან ცარას მანიფესტი

ის ხელოვანები რომლების კაბარეში რეგულარულად იკრიბებოდნენ და რომლებმაც შექმნეს მიმდინარეობა იყვნენ : ჰიუგო ბოლი (კაბარეს მეპატრონე და მანიფესტის ავტორი ) , ემი ჰენინგსი (ჰიუგო ბოლის მეუღლე) , ტრისტან ცარა (რუმინელი პოეტი, ციურიხის დადაში ყველაზე გავლენიანი, რომელიც შემდეგ მტელი მოძრაობის ერთერთ ლიდერადაც იქცა ) , მარსელ იანკო (ასევე რუმინელი მხატვარი), ჰანს არპი (მხატვარი, კოლაჟისტი) , სოფი ტაუბერი ( შემდეგში ჰანს არპის ცოლი გახდა) , გერმანელი მხატვარი და რეჟისორი ჰანს რიხტერი და სხვები.
მათი ამბოხის გამოსახატავად კაბარეში ისინი აწყობდნენ ანტიკულტურულ წარმოდგენებს ( პერფომანსებს), გამოფენებს, კითხულობდნენ ლექსებს, დგავდნენ თეატრს..... ყველა ეს აქცია მიმართული იყო იმდროინდელ საზოგადოებაში მეგებული ხელოვნების და აზროვნების წინააღმდეგ ,სავსე იყო ფუტურისტული პროვოკაციებით.
შეიძლება ითქვას, რომ დადა იყო პირველი ანდერგრაუნდი, ალტერნატიული გზების პირველი ძიება. მისგან იღებს სათავეს \მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თითქმის ყველა ანდერგრაუნდ და ნონკომფრომისტული მოძრაობა ტუ ხელოვნების მიმართულობა,თუნდაც პანკი,აფსურდის თეატრი, ინსტალაციების ხელოვნება და ასე შემდეგ.
1916 წელს ჰიუგო ბოლმა დაიწყო ჟურნალის გამოცემა, რომელიც იგივე სახელს ატარებდა რასაც მათი თავშეყრის ადგილი. მის გერაკანს აფორმებდა ჰანს არპი. პირველ გამოცემაში შედიოდა ფუტურისტი პოეტის მარინეტის , გიიომ აპოლინერის და დეადაისტი პოეტების ლექსები. ასევე პიკასოს რეპროდუქციები.
1917 წელს იგივე ჟურნალი ჰანს არპმა გამოსცა.
ციურიხელი დადაისტი მხატვრების შემოქმედებაში იგრძნობა ექსპრესიონიზმი და განსაკუტრებით ვასილი კანდინსკის გავლენა.ჰანს არპი ხის პანელზე სხვადასხვა ელემენტებს აწებებდა 2 დონეზე, მისი ნამუშევრები ამიტომ გამოირჩევა რელიეფურობით , მასში იგრძნობა სპონტანურობა , მხატვარი დაინტერესებული იყო ქვეცნობიერების სპონტანურად შექმნის იდეით.
Image Hosting by Picoodle.comჰიუგო ბოლი ერთ ერთი წარმოდგენის დროს

ომის დამთავრების შემდეგ და მას შემდეგ რაც კაბარე დაუხურეს ციურიხელი დადაისტები სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდნენ და დაიწყეს პრპაგანდა. ჰიუგო ბოლმა საერთოდ მიატოვა შემოქმედება, ხოლო ტრისტან ცარა გახდა მოძძრაობის მთავარი იდეოლოგი.


ბერლინი

ბერლინური და საერთოდ გერმანული დადა უფრო მახტვრობისკენ იხედებოდა . ის იყო უფრო მეტად პოლიტიკური და სოციალური,მწვავე მანიფესტებით სატირით და დიდი დემონსტრაციებით. ისინი იყვნენ უფრო ანტიკაპიტალისტურად განწყობილები და დასაყრდენს კომუნისტურ,სოციალისტურ მოძრაობაში ხედავდნენ.

Image Hosting by Picoodle.comImage Hosting by Picoodle.comჯორჯ გროსი a winters tale.1917

ბერლინელ მხატვრებზე გავლენას ახდენდა გერმანული ექსპრესიონიზმი,ფოტურიზმი და კუბიზმი. მატ კოლაჟის ტექნიკა კუბიზმისგან ისესხეს ასევე საუკეთესოდ იყენებდნენ ფოტომონტაჟს.

Image Hosting by Picoodle.comრაულ ჰაუსმანი-Tatlin At Home _1920

გერმანული დადას ლიდერები იყვნენ რიჩარდ ჰაულსენბეკი ( ''დადა ალმანახის'' გამომცემელი), რაულ ჰაუსმანი ( კოლაჟისტი , მხატვარი), ჯორჯ გროსი ( მხატვარი, მას მისი გავლენის გამო, თანამოაზრეებში "მარშალ_დადას" და “პროპაგანდადას” ეძახდნენ.) მან ჯონ ჰარტფილდთან ერთად განავითარა ფოტომონტაჟის ტექნიკა.ჯგუფში ასევე შედიოდნენ ოტო დიქსი, ჰანა ჰოჩი, არტურ სეგალი ჰანს რიხტერი და სხვები.


პარიზი

პარიზული დადა უპრო ლიტერატურული იყო. და ეს ესეც უნდა ყოპილიყო რადგან პარიზში მოგვაწეობდნენ იმდროინდელი თითქმის ყველა დიდი მწერალი თუ პოეტი მათ შორის: ანდრე ბრეტონი, გიიომ აპოლინერი, ფილიპ სუპო, ლუი არაგონი, პოლ ელუარი და სხვები. Image Hosting by Picoodle.comDada 7 (Dadaphone), ed. Tristan Tzara (Paris, March 1920), cover

პარიზში მოძრაობა ძირითადათ 1920 წლიდან იკიდებს ფეხს, როცა ციურიხიდან წავიდნენ.აქ უკვე ტრისტან ცარა ხელმძღვანელობს მათ. განაგრძნობდნენ მანიფესტების გამოცემას და იგივე საქმიანობას.
919 წლიდან ბრეტონი, აპოლინერი, და სუპო უსჰვებს ერთ-ერთ გავლენიან გამოცემას “ ლიტერატურეს”.
1921 წლიდან პარიზში უკვე ნიუ იორკელი დადაისტებიც ჩადიან. პარიზში ავრცელებდა თავის გამოცემას მხატვარი პიკაბიაც. ამ გამოცემას ერქვა “391”.
Image Hosting by Picoodle.com391 No. 14 (Paris, November 1920)

იგი შეიცავდა პროვოკაციულ ილუსტრაციებს. პიკაბიას სიყვარული პროვოკაციისადმი ნონსედისადმი გამოვლინდა მის პამფკლეტებში ისევე კარგად როგორც მის ნახატებში. მასში იგრძნობა დაცინვა ხელოვნებისადმი .
პარიზში ჩადის ასევე უდიდესი ამერიკელი ფოტოგრაფი მენ რეი. მენ რეისტან ერთად მშობლიურ პარიზს უბრუნდება ნიუ იორკში 3 წლით ნამყოპი მარსელ დიუშამი , რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილი მხატვარი გახდა.
პარიზში დიდ როლს თამაშობდა ასევე თეატრი. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ტრისტან ცარას დადგმული წარმოდგენა 1923 წელს ერთ-ერთ თეატრში.ასევე დაიდგა ერიკ სატის და ფრანსის პიკაბიას ბალეტი, პიკაბიას ფენომენალური დეკორაციებით 1924 წელს.
მოეწყო მაქს ერნსტის, მენ რეის, ჟან კროტის გამოფენები. ჟან კროტის გამოფენები.



ნიუ იორკი

ციურიხის მსგავსად ნიუ იორკი იყო ომს გამოქცეული ხელოვანების თავშესაფარი.
1915 წელს საფრანგეთიდან ჩასული ფანსის პიკაბია და მარსელ დიუშამი შეხვდნენ მენ რეის.1916 წლიდან ეს 3 ადამიანი გახდა ყველაზე რადიკალური დადაისტი აქტივისტი ამერიკაში. მათი აქციები იმართებოდა ალფრედ სტეიგლიცის გალერეაში, მათ მალე შეუერთდათ ბეატრის ვუდი. Image Hosting by Picoodle.com ფრნსის პიკაბია 1917


ნიუ იორკელ დადაისტებს არ ქონდათ მანიფესტი, ისინი ძირითადათ შემოკრებილნი იყვნენ ამ სამი ხელოვანის გარშემო. პიკაბიას კავშირი ქონდა ციურიხელებთან რომელთაგანაც მოდიოდა ძირითადი საპროტესტო მუხტი და იდეოლოგია, იგი ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა ნიუ იორკისა და ციურიხს შორის. რაც შეეხება მარსელ დიუშამს იგი იყო მთავარი იდეოლოგი ამერიკაში. თამამდ შეიძლება ჩაითვალოს მეოცე საუკუნის ყველაზე ნიჭიერ ხელოვანებს შორის.ასევე იგი იყო ალბათ ყველაზე უფრო სკანდალური მხატვარი ხელოვანების ისტორიაში. მისი გაკეტებულია ცნობილი მონა ლიზას პორტრეტი როცა მან რეპროდუქციას ულვაშები მიახატა და ქვემოთ მიაწერა "მას აქვს კარგი უკანალი". მაგრამ დიუშამის ყველაზე უფრო ცნობილი ქმნილება ''ფანტანია'' ეს არის ეგრეთწოდებული ” რედიმეიდი”. რედიმეიდები ინსტალაციების წინამორბედია და მისი შემქმნელი სწორედ დიუშამია. რედიმეიდები იყო მზა ქარხნული წარმოების საგნებისგან (სავარცხელი, უნიტაზი, კოლბები, ტანსაცმელი, საკიდი და სხვა) შექმნილი ხელოვნების ნიმუშები.პირველი რედიმეიდი რომელიც დიუშამმა გააკეთა იყო სკამის თავში ჩარჭობილი ველოსიპედის ბორბალი.
რაც შეეხება “ფანტან” ეს იყო უნიტაზი რომელსაც მარსელმა მიაწერა ” რ. მუთ 1917” ( მის გაშიფრვას საკმაოდ ბევრი ლაპარაკი უნდა). როცა ფანტანი დიუშამმა დამოუკიდებელ მხატვართა გამოფენაზე გაიტანა 1947 წელს მან უდიდესი სკანდალი გამოიწვია, თვით ყველაზე რადიკალ მხატვრებს შორისაც.მაგრამ ფაქტია “ ფანტანი” დადაიზმის ყველაზე ნათელი მაგალითია.



ნიდერლანდები

ჰოლანდიაში დადაისტები ძირითადათ შემოკრებილი იყვნენ მხატვარ თეო ვან დესბურგის გარშემო. ეს მხატვარი ცნობილია პიეტ მონდრიანთან ერთად მიმდინარეობა ნეოპლასტიციზმის შემქმნელად. აქ მოღვაწეობდა ასევე ხმოვანი პოემების შემქმნელი და უდიდესი კოლაჟისტი კურტ სვიტერსი. Image Hosting by Picoodle.comschwiters



თბილისი

1917- 21 წლებში თბილისში ჩამოყალიბდა დადაისტური ჯგუფი სახელად « 41 გრადუსი ». ეს იყო ძირითადად პოეტთა ჯგუფი. ასევე განვითარებული იყო გრაფიკული დიზაინი.ორმოცდაერთ გრადუსიანელები რადიკალიზმში ხშირად მათ ევროპელ თანამოაზრეებსაც უსწრებდნენ. გამოსცემდნენ ჟურნალ « ჰაშ 2 ეს ო 4_ს სადაც ნაწარმოებები იბეჭდებოდა.
საქართველოში დადა ძალიან იყო დაკავშირებული ფუტურიზმთან. ეს ორი ჯგუფი იკრიბებოდა ქიმერიონში, ფარშევანგის კუდში და სხვაგან.ასევე აღსანიშნავია გაერთიანება ფუტურისტული სინდიკატი.
რაც შეეხება სახელს "41 გრედუსი", როგორც მისი შემქმნელები ამბობენ მათი ხელოვნება 41 გრადუს სიცხიანის ბოდვას მოგაგონებდათ და მათ სჯეროდათ რომ მათი ხელოვენაბა მთელ 41 გრადუსზე გავრცელდებოდა.მათი ლოზუნგი დღესაც აქტუალურია:“გავაწნათ სილა საზოგადოების გემოვნებას ”. Image Hosting by Picoodle.com
iliazd. _1922

ქართულ დადაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ილია ზდანევიჩი იგივე ილიაზდი .ასევე აღსანიშნავია ხლებნიკოვა.ილიაზდი 1921 წელს პარიზში წავიდა სადაც საკმაო პოპულარობასაც მიაღწია.



კიოლნი

კიოლნი მხოლოდ იმიტომ არის აღსანიშნავი რომ აქ იყო მეოცე საუკუნის უდიდესი მხატვარი მაქს ერნსტი.კიოლნის დადაისტთა ჯგუფი გამოირჩეოდა განსაკუთრებული უხამსობით. მათი ერთ-Eრტი გამოფენა სკანდალურად დაიხურა. Image Hosting by Picoodle.comმაქს ერნსტი 1921


დადა არ მოიცავდა მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებას მან მუსიკამდეც მიაღწია. კურტ სვიტერსმა განავითარა « ხმოვანი პოემები».
ასებე აღსანიშნავია მუსიკოსთა ექვსეული სახელად « ლე სიქს » მასში შედიოდა ერიკ სატი, ჟან კოკტო და სხვები. ეს ჯგუფი მიმართული იყო მუსიკაში ვაგნერიზმის წინააღმდეგ. დადაისტთა შეკრების დროს ხშირად უკრავდნენ ჯაზს და აფრიკულ მუსიკას რაც იყო ერთგვარი დაბრუნება ბუნებაში.

განსაკუთრებული ადგილი უკავია კინოს ისტორიაში დადაისტურ კინემატოგრაფიას. ჰანს რიხტერის, მენ რეის,მარსელ დიუშამის და რენე კლერკის მოკლემეტრაჟიანი ფილმები დღესაც რჩება კინო შედევრებად.

1924 წლიდან დადა გადაიზარდა უდიდეს მიმდინარეობა სიურეალიზმში. მაინც დადამ გაუღო პირველმა კარი ქვეცნობიერს.

« დადა არის ლამაზი როგორც ღამე, რომელიც აძინებს ახალგაზრდა დღეს მის მკლავებში » _ ჰანს არპი

« დადა ლაპარაკობს შენთან ერთად, იგი არის ყველაფერი, იგი მოიცავს ყველაფერს, იგი ეკუთვნის ყველა რელიგიას, შეიძლება იყოს გამარჯვებაც და მარცხიც, იგი ცხოვრობს სივრცეში და არა დროში » _ ფრანსის პიკაბია
Image Hosting by Picoodle.com
დადა სახელმწიფო რელიგიაა
დადამ იცის რომ მსოფლიოს შიგ აქვს
დადა მოაწყობს რევოლუციას ტქვენს ტვინებში და ჰალსტუხებს უფრო მეტად მოგიჭერთ ყელში.
დადამ იცის რომ მსოფლიო კუჭშია შეკრული და ცდილობს კუჭსი გამხსნელი აბები აწარმოოს რომ გახსნას ტვინები.
დადა სიბიქტური ცხოველია, რომელიც ვერ სტევა ობიექტურ საზღვრებში