Monday, December 1, 2008

iliazdi da kiril zdaneviCi

ილიაზდი და კირილ ზდანევიჩი

Image Hosting by Picoodle.com
თბილისური ავანგარდის ავანგარდში მყოფი 2 ადამიანი რომელიც საქართველომ ვერ დააფასა სამაგიეროდ დააფასა ევროპამ, რუსეთმა და ამერიკამ.
ამ ორი ადამიანის წვლილი შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდია ქართული მოდერნიზმის ისტორიაში.
ილია ზდანევიჩი
ილიაზდი იგივე ილია ზდანევიჩი დაიბადა თბილისში 1894 წელს, იგი 2 წლიტ უმცროსი იყო ძმაზე კირილ ზდანევიჩზე.
1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. კირილე კი სწავლობს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. ამ წლებში ძXმები უახლოვდებიან რუსული ავანგარდის წამყვან ფიგურებს: მ.ლარიონოვს, ნ.გონჩაროვას, ლე-დანტიუს, ბერტს.1911 წელს დგება კ.ზდანევიჩის პირველი პერსონალური გამოფენა რუსეთში.
ილია ზდანევიჩი 1912 წელს კითხულობს მოხსენებას ფუტურიზმზე ტროიცკის თეატრში(პეტერბურგი).იმავე წელს მისი ძმა მონაწილეობას იღებს კუბოფუტურისტულ დაჯგუფების "ოსლინი ხვოსტ" საქმიანობაში და ნეოპრივიტიზმის გამოფენაში, რომლის ლიდერიც იყო ლარიონოვი.
1912 წელს ძმები პირველად ეცნობიან ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მხატვარ ლედანტიუსთან ერთად..
ილიაზდი (ილია ზდანევიჩი) იმავე წელს ბრუნდება პეტერბურგში.მაგრამ 1913 წელს ისევ ჩამოდის თბილისში ამჯერად უკვე ფიროსმანის პირადად გასაცნობად და გოგოლი ქუჩაზე პირველად ხვდება ნიკალას.. 30 იანვარს მასთან მიიყვანა ძმა კირილე დაზ.ვისლევსკი.. ნიკალამ დახატა ილიაზდის პორტრეტი რომელიც მის სხვა ტილოებთან ილიას დამსახურებით დაიკიდა გამოფენა "მიშენ" ზე .სადაც მონაწილეობდნენ ლარიონოვი, გონჩაროვა . მალევიჩი და სხვანი.
ილიაზდიგაზეთ"კავკაზსკაია რეჩ" ში წერს სტატიას ფიროსმანზე.ასევე სტატიებს და მანიფესტებს ფუტურიზმზე.
1913 წელს ოქტომბერსი კირილ ზდანევიჩი მიემგზავრება პარიზში სადაც ეცნობა თანამედროვე ევროპულ მიმდინარეობებს , იდეებს და მხატვრებს. განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენს მასზე პიკასო.და სწორედ არხიპენკოს ატელიეში გამართულ კირილეს პერსონალურ გამოფენაზე პარიზში, პიკასო კედელზე ასეთ წარწერას ტოვებს "5+პიკასო" (ჭეშმარიტი დაფასება ).
ნოემბერში იბეჭდება ილიაზდის პირველი წიგნი "ნატალია გონჩაროვა- მიხაილ ლარიონოვი". ( ეს ორი გვარი რუსულ ავანგარდში ისეთივე მნიშცნელობის იყო როგორც ფრანგულში პიკასო და ბრაკი).ლარინოვთან ერთად აქვეყნებსმანიფესტს "რატომ ვფერადდებით". ილიაზდს ასევე დიდი წარმატება მოუტანა მოხსენებამ"ამერიკული ბაშმაკი ვენერა მილოსელზე".1914 წელს აქვეყნებს სატატიასფიროსმანზე ჟურნალ "ვოსტოკ" ში.პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან არის გფაზეთ "რეჩ" ის კორესპონდენტი კავკასიაში.
1914 წელს თბილისსს ფუტურიზმის პირველი ტალღა უვლის.
1915 წელს კირილე ჯარიდან თბილისში ბრუნდება. ოქტომბერში ცოლად ირთავს ვალერია ვაშილევსკაიას უახლოესი მეგობრის ზიგა ვაშილევსკის დას.აგრძელებს ფიროსმანის მიმოფანტული ტილოების შეგროვებას.
ამ ჭლებში ძმები ყველაზე მეტად ეწევიან ფიროსმანის პოპულარიზაციას , მართალია ეს პროცესი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა , მაგრამ ამ წლებში აგროვებენ ნიკალასს ტილოებს. რომ არა ზდანევიჩები ფიროსმანი დღეს არა მარტო ევროპისთვის არამედ საქართველოსათვისაც უცნობი ხილი იქნებოდა.
სწორედ 1916 წელს აწყობენ ფიროსმანის 50 ნახატის გამოფენას თბილიში.
1917 წელს იკლია ამთავრებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსსს.28 მარტს პეტროგრადის გაზეთ "რუსკაია ვილია" ქვეყნდება მიმართვა "ნა რევოლუციუ" მაიაკოვსკის, მეიერხოლდის, ტატლინის, ბრიკის და ილიაზდის ხელმოწერებით.
ამ წელსს თბილისს ავანგარდის ახალი ტალღა უვლის (ამჯერად მან უკვე გამოხმაურება ჰპოვა). თბილსში იხსნება კირილეს გამოფენა რომელმაც ბიძგი მისცა ახალ ფუტურისტულ გამოსვლებს.გამოფენის კატალოგის შესდავალ ნაწილში ჩამოყალიბებული იყო ამ მიმდინარეობის პროგრამა რომელსაც ხელს აწერდნენ ელი ეგანბიურის ფსევდონიმს ამოფარებული ილია ზდანევიჩი და ა. კრუჩენიხი.
თბილიში არსდება ილიაზდის ახალი პოეტური სკოლა "ფუტურისტული სინდიკატი" , იგი ერთ წელში დაიშალა.
ილიაზდის მეთაურობითვე იქმნება მეორე პოეტური "სკოლა" 41 გრადუსი."41 გრადუსი" იყო დადაისტური ანარქისტული პოეტების გაერთიანება, რომელიც გამომცემლობითაც იყო დაკავებული.იგი ხშირად 41 გრადუს სიცხიანი ადამიანის ბოდვას მოგაგონებდათ. ჭეშმარიტი ქართული დადას ნიმუში.
მისი წევრები იყვნენ ძმები ზდანევიჩები, ა.კრუჩენიხი და ი. ტერენტევი..
აწყობენ გამოფენას ჟურნალ არსის შენობაში.
1927 წელს ილიაზდი ექვთიმე თაყაიშვილთან ეტრად მიემგზავრება ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების შესწავლის მიზნით (შემდეგ ამ მასალებს პასრიზში გამოაქვეყნებს)

1918 წელს ილიაზდი ბეჭდავს დრამას "იანკო კრულ ალბანსკი".

1919 წელს არსდება გამომცემლობა "41 გრადუსი"სადაც იბეჭდება თბილსელი დადაისტების და ფუტურისტების ნაწარმოებები.კრებულის "სოფია გეორგიევნა მელნიკოვას ფანტასტიკური კაბაჩოკის " შემდეგ იბეჭდება მისი მეორე დრამა "ასიოლ ნაპრაკატ". თებერვალსი მესამე დრამა "ოსტაპ პასხი". წიგნებს ილია და კირილე აფორმებდნენ.

41 გრადუსში მოხდა "ზაუმის" როგორც პოეზიის პრინციპულად ახალი მიმდინარეობის თეორიული დასაბუთება.

1918 წლიდან კირილ ზდანევიჩი აფორმებს თბილისის კაფე კლუბებსს, სპექტაკლებს.

1920 წელს მეორედ მიემგზავრება პარიზში.ამ პერიოდში იგი ხატავს კუბისტურ ნატურალისტური, ექსპრესიონისტული მეთოდით.

ილია ზდანევიჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას იღებს რო გაემგზავროს საფრანგეთში.
1921 წელს იგი უკვე პარიზშია. მიხაილ ლარინოვი აცნობს მას პიკასოს, დელონეს, დადაისტებს და სხვებს. კითხულობს პირველ მოხსენებას თემაზე "ახალი სკოლები რუსულ პოეზიაში". არის "რუს მხატვართა კავშირის" მდივანი პაიზში.მეგობრობს ხელოვნებნის ცნობილ წარმომადგენლებთან

1922 წელს ილიაზდი პარიზში აარსებს ლიტერატურულ-მხატვრულ ჯგუფს ჩერეზ, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარი ხიდის გადებას ფრანგ და საბჭიოთა ხელოვანებს შორის.
1922 წელს იბეჭდება ილიაზდი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ლიდანტიუ ფარამ"(მიძღვნილი ლე-დანტიუსადმი).იგი შესულია დადაიზმის არქივში, იყო ერთერთი ნმნიშვნელოვანი მოვლენა ფრანგულ დადაში.

რომელსაც პარიზული სახელოვნებო წრეების ერთ ერთმა დიდმა ფიგურამ ჟან კოკტომ ესეთი შეფასდება მისცა " მე არ ვიცი რისგან შედგებიან ვარსკვლავები , მაგრამ თქვენი წიგნი ჭეშმარიტი ვარსკვლავია".

ამ დროს კირილ თბილისსა და მოსკოვს შორის მოგზაურობს. აფორმებს თეატრებს (ზოგჯერ ირაკლი გამრეკელთან ერთად). მუშაობს მხატვრად თბილისის რუსთაველის და ოპერისა და ბალეტის თეატრებში.
1924 წელს გამოდის კრებული "ნ. ფიეროსმანაშვილი". მოსკოვში მჭიდრო კონტაქტი აქვს მაიაკოვსკისთან.1945 წელს კირილე ზდანევიჩი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი , მაგრამ ამან არ უშველა 1949 წელს , როცა იგი ცრუ დასმენის გამო გადაასახლეს ვორკუტაში. 1957 წელს ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს და თბილისში დაბრუნდა.
ეს წლები გაცილებით ნაყოფიერი იყო ილია ზდანევიჩისთვის . 1925 წელს საერთაშორისო სამხატვრო-სამრეწველო გამოფენაზე ექსპონირებულია ილიას წიგნები გამოცებული "41 გრადუსში".1927 წელს კიკოკო შანელის ფაბრიკაში მუშაობს ჯერ მხატვრად , შემდეგ კი დირექტორად.1927 წელს ხატავს მის პორტრეტს ცნობილი მხატვარი ჟ. დე კირიკო.1930 წელს იბეჭდება ილიაზდს რომანი "აღტაცება"- პოეტური მოგონებები საქართველოზე.
1932 წელს წერს პოემას "ბრიგადნი". ნაწარმოები დაიწერა ესპანეთში მოგზაურობის დროს, ილიაზდმა ბევრი მსგავსება აღმოაჩინა სამშობლოს და ესპანეთს შორის. მას ყოველთვის ახსოვდა საქართველო და შთაგონებული იყო განსაკუთრებით მისი მთებით. ბრიგაადნიში იგი ერთმანეთს ადარებს კატალონიურ და ქართულ ხუროთმოძღვრებას. ილიაზდი საკმაოდ ცნობილი იყო ბიზანტიური ხუროთმოძღვრების მკვლევარებში, იგი ხშირად აწვდიდა ცნობებს მსოფლიოს ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ.
40 იან წლებში ილიაზდი პიკასოსთან ერთად იწყებს პუბლიკაციების სერიებს გამომცემლობა "აფეტ" ში.
1966 წელს ძმები 46 წლის განშორების შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს პარიზში.ილიაზდი მეორედ ირთავს ცოლს (ელენე დუარს).
1972 წელს გამოდის წიგნი "ნიკო ფიროსმანაშვილი", ილიაზდის ტექსტითა და პიკასოს ილუსტრაციებით. სწორედ ამ წიგნშია შესული პიკასოს ცნობილი "ფიროსმანის პორტრეტი"..
1969 წელს გარდაიცვალა კირილ ზდანევიჩი (დაკრძალულია დიდუბის პანთეონში).1975 წელს კი ილია ზდანევიჩი, იგი დაასაფლავეს ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.
სიკვდილის შემდგომი გამოფენები
ილიაზდის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეომში ეწყობა გამოფენა "შეხვედრა.ილიაზდი. პიკასო".2 წელში კი გამოფენა ჟორჟ პომპიდუს ცენტრშიიმავე წელს კირილ ზდანევიჩის გამოფენა გალერეა "დარიალში" (პარიზი) სადაც გამოიფინა კუბისტური პერიოდის ნახატები.1984 გამოფენა "ილიაზდი, როგორც თანამედროვე წიგნის ხელოვნების ოსტატი"-კვებეკის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა. მონრეალი.1987 გამოფენა"ილიაზდი და ილუსტრირებული წიგნი" -თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ნიუ იორკი.
1979 წელს კირილეს ნამუშევრები წარმოდგენილია პომპიდუს ცენტრში გამოფენაში სახელად -"პარიზი-მოსკოვი 1900-1930".80იან წლებში ეწყობა გამოფენები ლოსდ ანჯელესში, ჰიმპოტნის მუზეუმში, ვაშინგტონის სმისონის ინსტიტუტში , პეტერბურგში .1987 წელს კი ნიუ-იორკში გამოფენაზე სახელად "კირილ ზდანევიჩი და კუბოფუტურიზმი. ტფილისი 1918-20".

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა რომელიც ძმები ზდანევიჩების შემოქმედებასა და ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.