Monday, December 28, 2009

Carsten Nicolai - Live At Sheffield Lovebytes Digital Festival 2003

Gas TV 06 _ Interview, Audio Visuals Live
Free Image Hosting at www.ImageShack.us
GAS TV 06 features the work of Cartsten Nicolai (alva noto). Including filmed footage of his 2003 visual performance interview at the Sheffield Lovebytes Digital Festival.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

Format: DVD, NTSC, DVD-Video
Style: Glitch, Abstract, Experimental, Minimal

Carsten Nicolai - Interview 13:09
Carsten Nicolai - Live At Sheffield Lovebytes Digital Festival 2003 45:40



ცნობილი გერმანელი დამსახურებული გლიჩ მუშაკის ნიკოლაი კარსტენის (იგივე ალვა ნოტო) შემოქმედებითი საღამო შეFილდის ლავბაიტის დიჯითალ ფესტივალზე :>

ხოდა ვიდეოს ინტერვიუ ჩამოვაჭერი და დავტოვე მხოლოდ ამ პატიოსანი გერმანელის ინტერვიუ და "აუდიო ვიზუალური ლაივი".

download
http://files.ge/file/457750/alva-noto--gastv-rar.html
pass: 1243

Friday, December 25, 2009

ზაუმმასტერი ილია ზდანევიჩის MP3 ))

გუშინ წავაწყდი ამ ჩანაწერს ერთ ერთ საიტზე
მაგარია ზაუმის მოსმენა აქამდე როცა თეორიულად იცოდი
თვითონ კითხულობს მის ლექსს

ესეც 1918 წლის ზაუმი ))



from :From the LP Futura Poesia Sonora (Cramps Records, Milan)
title:Scena da "Asino a nolo" (1918)




iliazd 1918
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=404d91d1f8da3d24

Various - In Memoriam Andrey Tarkovsky

უბრალოდ ძალიან მაგარი ალბომი
2008 წელს ნიკიტა გოლიშევის რუსული ნოის ლეიბლი Musica Excentrica ადგა და გააკეთა ამ ლეიბლთან ახლოს მდგომი მუსიკოსების (ძირითადად ამბიენთ,ნოის,გლიჩ) ტრეკების კომპილაცია
რომელიც მიეძღვნა რუს რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის
ალბომი ესთეტიურად (თუ შეიძლება ითქვას) ძალიან ახლოს დგას მის ფილმებთან

Various - In Memoriam Andrey Tarkovsky

Label:Musica Excentrica
File, MP3, Compilation, 320 kbps
Country:Russia
Released:Jul 2008
Genre:Electronic
Style:Dark Ambient, Musique Concrète, Experimental
Free Image Hosting at www.ImageShack.us
Free Image Hosting at www.ImageShack.us

Kim Cascone - The Little Apocrypha 5:49
Astro - The Dark Side Of The Mirror 7:52
Violet (2) - Xata 3:05
833-45 - Marshlands 4:59
Kenneth Kirschner - October 30, 1993 6:11
Astrowind - Autumn Drifting 6:02
Pink Twins - Water 7:39
Alva Noto - Stalker 5:05
Nobukazu Takemura - In Memoriam Andrey Tarkovsky 7:57
Nikita Golyshev - Sphere 4:01

http://allshares.ge/download.php?id=44E570CB9

pass: 1243

La Monte Young

the Well-Tuned Piano BY La Monte Young

Free Image Hosting at www.ImageShack.us
Free Image Hosting at www.ImageShack.us

იანგი ამერიკელი კომპოზიტორი , drone მუსიკის პიონერი , 60 იან წლებში ხდება მინიმალისტური მოუსიკის ერთ ერთი წამყვანი ფიგურა.
1960 წლიდან იწყება კავშირი კონცეპტუალურ ხელოვნერბასთან როცა ნიუიორკში ჩასვლისას ეცნობა George Maciunas-ს.
The Well-Tuned Piano არის მისი მთავარი ნამუშევარი (როგორც თვითონ ამბობს), იწერებოდა 1964 წლიდან.
კომპოზიცია არის 5 საათიანი და გამოიცა ორჯერ 1987 და 2000 წელს.
პირველ გამოცემაში შედის 5 დისკი (რომლებსად ქვემოთ დავდებ) და ჩაწერილია ცოცხალი შესრულების დროს პიანინოზე 5 საათის განმავლობაში , ნიუ იორკში 1981 წელს.
პირველი 1987 წლის გამოცემა არის Gramavision ლეიბლზე ხოლო მეორე 2000 წლის გამოცემა რომელიც უკვე DVD ზე არის ვიდეოს სახით გამოიცა იანგის საკუთარ Just Dreams ლეიბლზე.
კონცერტს აფორმებს ცნობილი light არტისტი Marian Zazeela რომელიც არის მონტი იანგის არტისტული ჯგუფის Theatre of Eternal Musicის ერთ ერთი წევრი , საერთოდ ეს ჯგუფი კიდე ცალკე თემაა , მისი წევრები იყვნენ ( La Monte Young, John Cale, Angus MacLise, Terry Jennings, Marian Zazeela, Tony Conrad, Billy Name, Jon Hassell) . ჯგუფი მიმართული იყო ძირიადად დრონ ექსპერიმენტალზე და სტილისტურად კავშირში იყო ნეო დადა და ნოისზე. ასე რომ ჯგუფი მხოლოდ მუსიკაში არ ტარებდა ექსპერიმენტებს.
Free Image Hosting at www.ImageShack.us
La Monte Young და Marian Zazeela

მოკლედ 1981 წლის the Well-Tuned Piano ს ვიზუალურად აფორმებს Marian Zazeela თავის განათების ინსტალაციით.
კომპოზიცია მთლიანად ეკუთვნის La Monte Young-ს


La Monte Young - The Well-Tuned Piano 81 X 25 6:17:50 - 11:18:59 PM NYC
Free Image Hosting at www.ImageShack.us
Modern Classical, Drone, Minimal
Tracklist
CD 1 The Well-Tuned Piano Part 1 59:17
CD 2 The Well-Tuned Piano Part 2 1:00:33
CD 3 The Well-Tuned Piano Part 3 1:01:14
CD 4 The Well-Tuned Piano Part 4 1:00:47
CD 5 The Well-Tuned Piano Part 5 59:58
FLAC

http://allshares.ge/download.php?id=A3475B8C24
pass: 1243

Thursday, December 24, 2009

Wednesday, December 23, 2009

yves Klein

monotone symphony & Monochrome; Blue Epoch
Image and video hosting by TinyPic
Yves Klein პოსტ მოდერნიზმის ერტ ერტი მთავარი ფიგურა ახალი რეალიზმის ფუძემდებელი და მისი ყველაზე ცნობილი პერFორმანსი 1960 წელს International d'Art Contemporain გალერეაში. ასამდე შავ ფრაკში გამოწყობილი მაყურებელი თვალს ადევნებს 3 შიშველ მოდელს, რომლებიც ისვრებიან Klein-ის სავიზიტო ლურჯში "International Klein Blue' (IKB)" და კედელზე მიმაგრებულ დიდ პანოზე გადააქვთ სხეულის ანაბეჭდი . ანთროპომეტრიები.
Image and video hosting by TinyPic
აქციას თან ახლავს Klein ის 1949 წელს დაწერილი 20 წუთიანი მონოტონური 1 ნოტიანი სიმფონია რომელსაც საოცარი ეფექტი აქვს, შემდეგ მას მოსდევს კიდევ 20 წუთი სიჩუმე.(იმ პერიოდში მინიმალი და დრონი მაგარ ხოდში იყო :D )
აქ საერთოდ სხვანაირი ხედვაა მხატვრის და მისი ფუნქციის, იგი არც ეხება მოქმედ პირებს უბრალოდ მითითებებს აძ;ლევს და დირიჟორობს პერფორმანსს. ნახატი კი თავისით იქმნება ფუნჯის და ტრადიციული საშვალებების გარეშე.

Image and video hosting by TinyPic
Image and video hosting by TinyPic
ეხლა ვიდეოებს რო ვუყურებ და ვუსმენ ამ მუსიკას ვხვდები რა მედიტაციური გავლენა ექნებოდა მაყურებელზე ამ ყველაფერს.
შემდეგ იმართება დისკუსია
სრულდება სიტყვით"THE MYTH IS IN ART"

monotone symphony
http://www.link.ge/file/300930/Klein-Yves.rar.html
pass: 1243
(არქივში არის 20 წუთიანი მონოტონური სიმფონიის 2 წუთიანი და 1 წუთიანი სხვადასხვა ვარიანტი სხვადასხვა ფლეიერით თანმიმდევრობით თუ ჩართავთ ამ მუსიკას ულამაზესია)

esec am eventis video
როგორც იქნა დაძლეულ იქნა ჩემი სიზარმაცე და განვაახლე ბლოგი 1 წლის შემდე LARGE GLASS-ით. იმედია კიდე არ გავზარმაცდები უახლოეს მომავალში :D
LARGE GLASS
marcel duchamp

the bride stripped bare by her bachelors, even
"დიაგრამა ირონიული სიყვარულის მანქანისა ექსტრაორდინალური კომპლექსურობით"

Image and video hosting by TinyPic

ეს არის მარსელ დიუშამის (ხო კაი შეიძლება დიუშანი) ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი L.H.O.O.Q ,Nude Descending a Staircase (No2) და fountain-თან ერთად, რომელიც 10 წლის მანძილზე მზადდებოდა , 1913 დან 23 წლამდე. ყველა მოსამზადებელი სამუშაო, ესკიზი , ჩანაწერები ავტორმა გამოაქვეყნა 1934 წელს green box-ის სახით.
Image and video hosting by TinyPic
green box

ეს ნამუშევარი მოკლედ შეიძლება აიხსნას როგორც -ინსტიქტური სურვილების ცირკულაციის სიმბოლური გამოხატულება.

Image and video hosting by TinyPic
ნამუშევარი მოთავსებულია შუშის ორ პანელს შორის და გამოიყენება ისეთი მასალები როგორიცაა ფოლგა,მავთული, ზეთი. ლაქი.
ნახატი იყოფა ორ ზედა და ქვედა ნაწილებად. ზედა ნაწილი ცნობილია როგორც "პატარძლის სამფლობელო", აქაა გამოსახული მექანიკური ფორმებისაგან აგებული პატარძალი , თუმცა ერთი შეხედვით ის სულ არ გავს პატარძალს.ქვედა ნაწილი კი მის 9 ხელიმთხოვნელს ეკუთვნის :>
კომპოზიცია შეიცავს ბევრ მექანიკურ ფიგურას რომლებიც ქმნიან დიდ ობიექტებს. ყველაფერი თითქოს მომართულია და მოძრაობს ისე რომ გახეთქავენ შუშას და შეცვლიან კომპოზიციას.

დიუშამის ხელოვნებას არ აქვს უბრალო ახსნა ასეა large glass ც.ზოგიერთი კრიტიკოსი სურათს თვლის როგორცქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი გატაცების გამოკვლევად. აღწერენ ასე: "ეს შეიძლება იყოს სიყვარულის მანქანა, მაგრამ სინამდვილეში არის ტანჯვის მანქანა".andrew stafford მის ნაწერში ყურადღებას ამახვილებს ნამუშევრის ყველა ნაწილის შესაძლო სიმბოლიზმზე, რომლის უმრავლესობაც ნახსენებია დიუშამის ჩანაწერებში.იგი ამტკიცებს, რომ large glass არის სურათი უხილავი ძალადობის რაც ქმნის ადამიანის ეროტიულ აქტიურობას,სურვილს, და რომ მოვლენების ჯაჭვი დაწყებულია პატარძლის აქტიურობით.ეს შეიძლება ფსიქოანალიტიკოსის jacques lacanის იდეის გამოკვლევა იყოს.lacan იგივე ინტელექტუალური წრის ნაწილი იყო, რომელშიც დიუშამი იყო , მისი იდეები მხატვრისტვის ცნობილი იქნებოდა.

bride არის წყურვილის და ასევე შიშის ობიექტი. დგას პედესტალზე ან ცაშია დეპერსონალიზებული. bachelor- ები ბრძოლობენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს.მექანიკურად მომართულ ნახატში ყველაფერი მოძრაობს, ტრიალებს მასში არის ბევრი კინეტიკური ქმნილება თუ მექანიკური ფორმა, იგივე chocolate grinder. შეხვდები ბევრ ნაცნობ ფორმას , რომელიც მარსელს უკვე გამოყენებული აქვს მანამდე შექმნილ ზოგიერთ ნამუშევარში.

he bride stripped bare by her bachelors, even ახლა იმყოფება ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში. პირველად გამოიფინა ბრუკლინის მუზეუმში 1926 წელს , შემდეგ როგორც დიუშამის უამრავიქმნილება დაზიანდა დღეს უკვე შეკეთებული ვარიანტი ინახება ფილადელფიაში. უნდა აღინიშნოს რომ ნამუშევარის ფერადოვნებაზე მოქმედებს ფანჯრიდან შემომავალი შუქი, დღის სხვადასხვა დროს .ამიტომ მის კოლორიტი განსხვავდება სხვადასხვა რეპროდუქციაში.
Image and video hosting by TinyPic
"ზედა ნაწილი უკავია საპატარძლოს, რომლის სექსუალურობა და სიმწიფე წარმოდგენილია ვარდისფერი ღრუბლით. ქვედა ნაწილში 9 ტანსაცმნილის ან "malic moulds" "შხამიანი შაბლონები"(malic არის სიტყვის ზმა male-სი) (შეიზლება ვცდები) გამიოხატავენ 9 ხელისმთხოვნელს.ეს 2 სამყარო ერთმანეთს უკავშირდება კომპლექსური მექანიზმებით,რაც ფილტრავს სასიძოების სურვილს, ჟინს სანამ მას პატარძლისკენ მიმართავენ"_ ეს ბოლო განმარტება ეკუთვნის მხატვარ richard hamilton-ს რაც დიუშამმა მოიწონა.
Image and video hosting by TinyPic
scheme from http://www.understandingduchamp.com/

Image and video hosting by TinyPic
cამშოთი ბლიად )) haha garyvnili bidzia marcel