Wednesday, December 23, 2009

LARGE GLASS
marcel duchamp

the bride stripped bare by her bachelors, even
"დიაგრამა ირონიული სიყვარულის მანქანისა ექსტრაორდინალური კომპლექსურობით"

Image and video hosting by TinyPic

ეს არის მარსელ დიუშამის (ხო კაი შეიძლება დიუშანი) ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი L.H.O.O.Q ,Nude Descending a Staircase (No2) და fountain-თან ერთად, რომელიც 10 წლის მანძილზე მზადდებოდა , 1913 დან 23 წლამდე. ყველა მოსამზადებელი სამუშაო, ესკიზი , ჩანაწერები ავტორმა გამოაქვეყნა 1934 წელს green box-ის სახით.
Image and video hosting by TinyPic
green box

ეს ნამუშევარი მოკლედ შეიძლება აიხსნას როგორც -ინსტიქტური სურვილების ცირკულაციის სიმბოლური გამოხატულება.

Image and video hosting by TinyPic
ნამუშევარი მოთავსებულია შუშის ორ პანელს შორის და გამოიყენება ისეთი მასალები როგორიცაა ფოლგა,მავთული, ზეთი. ლაქი.
ნახატი იყოფა ორ ზედა და ქვედა ნაწილებად. ზედა ნაწილი ცნობილია როგორც "პატარძლის სამფლობელო", აქაა გამოსახული მექანიკური ფორმებისაგან აგებული პატარძალი , თუმცა ერთი შეხედვით ის სულ არ გავს პატარძალს.ქვედა ნაწილი კი მის 9 ხელიმთხოვნელს ეკუთვნის :>
კომპოზიცია შეიცავს ბევრ მექანიკურ ფიგურას რომლებიც ქმნიან დიდ ობიექტებს. ყველაფერი თითქოს მომართულია და მოძრაობს ისე რომ გახეთქავენ შუშას და შეცვლიან კომპოზიციას.

დიუშამის ხელოვნებას არ აქვს უბრალო ახსნა ასეა large glass ც.ზოგიერთი კრიტიკოსი სურათს თვლის როგორცქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი გატაცების გამოკვლევად. აღწერენ ასე: "ეს შეიძლება იყოს სიყვარულის მანქანა, მაგრამ სინამდვილეში არის ტანჯვის მანქანა".andrew stafford მის ნაწერში ყურადღებას ამახვილებს ნამუშევრის ყველა ნაწილის შესაძლო სიმბოლიზმზე, რომლის უმრავლესობაც ნახსენებია დიუშამის ჩანაწერებში.იგი ამტკიცებს, რომ large glass არის სურათი უხილავი ძალადობის რაც ქმნის ადამიანის ეროტიულ აქტიურობას,სურვილს, და რომ მოვლენების ჯაჭვი დაწყებულია პატარძლის აქტიურობით.ეს შეიძლება ფსიქოანალიტიკოსის jacques lacanის იდეის გამოკვლევა იყოს.lacan იგივე ინტელექტუალური წრის ნაწილი იყო, რომელშიც დიუშამი იყო , მისი იდეები მხატვრისტვის ცნობილი იქნებოდა.

bride არის წყურვილის და ასევე შიშის ობიექტი. დგას პედესტალზე ან ცაშია დეპერსონალიზებული. bachelor- ები ბრძოლობენ, ეჯიბრებიან ერთმანეთს.მექანიკურად მომართულ ნახატში ყველაფერი მოძრაობს, ტრიალებს მასში არის ბევრი კინეტიკური ქმნილება თუ მექანიკური ფორმა, იგივე chocolate grinder. შეხვდები ბევრ ნაცნობ ფორმას , რომელიც მარსელს უკვე გამოყენებული აქვს მანამდე შექმნილ ზოგიერთ ნამუშევარში.

he bride stripped bare by her bachelors, even ახლა იმყოფება ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში. პირველად გამოიფინა ბრუკლინის მუზეუმში 1926 წელს , შემდეგ როგორც დიუშამის უამრავიქმნილება დაზიანდა დღეს უკვე შეკეთებული ვარიანტი ინახება ფილადელფიაში. უნდა აღინიშნოს რომ ნამუშევარის ფერადოვნებაზე მოქმედებს ფანჯრიდან შემომავალი შუქი, დღის სხვადასხვა დროს .ამიტომ მის კოლორიტი განსხვავდება სხვადასხვა რეპროდუქციაში.
Image and video hosting by TinyPic
"ზედა ნაწილი უკავია საპატარძლოს, რომლის სექსუალურობა და სიმწიფე წარმოდგენილია ვარდისფერი ღრუბლით. ქვედა ნაწილში 9 ტანსაცმნილის ან "malic moulds" "შხამიანი შაბლონები"(malic არის სიტყვის ზმა male-სი) (შეიზლება ვცდები) გამიოხატავენ 9 ხელისმთხოვნელს.ეს 2 სამყარო ერთმანეთს უკავშირდება კომპლექსური მექანიზმებით,რაც ფილტრავს სასიძოების სურვილს, ჟინს სანამ მას პატარძლისკენ მიმართავენ"_ ეს ბოლო განმარტება ეკუთვნის მხატვარ richard hamilton-ს რაც დიუშამმა მოიწონა.
Image and video hosting by TinyPic
scheme from http://www.understandingduchamp.com/

Image and video hosting by TinyPic
cამშოთი ბლიად )) haha garyvnili bidzia marcel

No comments: